By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

23-06-2017, 15:00  - მასობრივი მძლეოსნური გარბენი ზესტაფონში


საერთაშორისოოლიმპიურდღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასობრივმძლეოსნურგარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას გამგეობის, საკრებულოს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში  მოასპარზე ახალგაზრდები იღებდნენ.  მარათონმა სტარტი   11 : 00 აათზე  სიმონ საყვარელიძის სასპორტო სკოლიდან  აიღო. მარათონის მონაწილეებს ფინიშის ხაზთან საკრებულოს თავმჯდომარე დახვდა. დავით მაღრაძემ  მათ სიგელები გადასცა და ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ღონისძიება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

 

 

 

21-06-2017, 15:17  - ახალი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია ზესტაფონში


ახალი ავტომაგისტრალი ძირულა – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის 50 კმ გზის მშენებლობა იწყება.  საავტომობილო გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. საპროექტო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაქირავებული გერმანული კომპანია „ კოქს კონსალტი“ ახორციელებს. საპროექტო – საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ძირულის მოსახლეობას შეხვდნენ და ახალი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს. პროექტისფარგლებშიმოხდებაასფალტისდაგება, ხიდებისგარემონტება/რეკონსტრუქცია, გზისსადრენაჟემილებისგარემონტება/რეკონსტრუქცია, გზისგასწვრივსადრენაჟენაგებობებისმშენებლობადასაჭიროებიდანგამომდინარემოხდებაგზისმონიშვნადააღჭურვასათანადოსაგზაონიშნებით, უსაფრთხოებისბარიერებისმოწყობა. საავტომობილოგზაორზოლიანიიქნება. 

 

20-06-2017, 11:32  - პირველ სვირში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


პირველ სვირში  გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო.  რეაბილიტაცია მიმდინარე წელს   გზის 800 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება, რომელიც აღნიშნულ უბანს სოფლის ცენტრთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში  კი 1,5 გზის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.   სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 45 ათას ლარს შეადგენს.   პროექტის მიხედვით, მზა სასაქონლო ბეტონი  სოფლის გზების მოსაწყობად ნაწილდება და ადგილობრივები მის დაგებას საკუთარი ძალებით ახდენენ. მიმდინარე წელს სასაქონლო ბეტონის შეტანა  8 სოფელშია დაგეგმილი.  ბეტონის შეტანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „ალპედე“ ახდენს. მიმდინარე სამუშაოები ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მამუკა მახათაძემ  შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 

 

16-06-2017, 18:22  - მყარი ნარჩენების საკანონმდებლო მოთხოვნებზე პროექტის პრეზენტაცია შედგა


 მყარისაყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებულსაკანომდებლო მოთხოვნებსა და ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროექტის პრეზენტაცია შედგა. პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლებადა მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარებისკავშირი „ეკოხედვა“ ახორციელებს შვედეთის მთავრობისფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

14-06-2017, 12:32  - 300 არაგველის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება


300 არაგველის ქუჩაზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის მიხედვით აღნიშნული გზის მონაკვეთზე  ბეტონის საფარი დაიგება, დაგეგმილია სანიაღვრე არხების მოწყობაც.   გზის საფარის აღდგენის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 161285 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „იმერეთი“ აწარმოებს. მიმდინარე პროცესებს გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა მახათაძე ადგილზე გაეცნო. მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწესრიგებლად  8 მილიონ ლარმდე დაიხარჯება. პრიორიტეტულ პროექტთა შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების მოწყობა,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების აღდგენა, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოთა რეაბილიტაცია.  2017  წელს  მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

 

13-06-2017, 14:42  - მინი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო


 

მუნიციპალიტეტში მინი საფეხბურთო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია ამჟამად აღმაშენებლისა და გორგასალის ქუჩებზე მდებარე სპორტულ მოედნებს უტარდება. სტადიონების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 17677 ლარს შეადგენს, გორგასალის ქუჩაზე არსებული სტადიონის მოწყობაზე კი 36568 ლარი დაიხარჯება. გარდა აღნიშნულისა დაგეგმილია ასევე კულტურისა და დასვენების პარკში არსებული საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება კვალითის დასახლებაში მდებარე სპორტულ მოედნებს.

 

12-06-2017, 18:10  - 2017 წელს მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი


საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. გზების კეთილმოწყობის სამუშაოები ამჟამად   აღმაშენებლი –რუსთაველის ქუჩების შემაერთებელ გზის მონაკვეთს  და ნიკო ნიკოლაძის ქუჩის მეორე შესახვევს  უტარდება. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ნიკოლაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 80131 ლარს შეადგენს, ხოლო  აღმაშენებელი –რუსთაველის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 28442 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე პროექტები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მამუკა მახათაძემ დაათვალიერა. 2017  წელს  მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

 

8-06-2017, 13:07  - ზესტაფონში ახალი საავტომობილო გზის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზესტაფონში ახალი გზის მშენებლობის  პროექტის საჯარო განხილვა  მოაწყო.  საერთაშორისო ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი  ხევი – უბისა – შორაპანი – არგვეთის გზის მონაკვეთზე  გარემოზე ზემოქმედების შეფასების საწყისს ანგარიშს მოიცავდა. მასშტაბური  ავტომაგისტრალის პროექტით განსაზღვრულია გვირაბების, ხიდების და სხვა ნაგებობების მშენებლობა. ახალი პროექტის ადგილმდებარეობა  E 60 მაგისტრალის ხევი – არგვეთის მონაკვეთი იწყება არსებული რიკოთის გვირაბის დასავლეთით 9 – ე კმ –ზე და მთავრდება სოფელ არგვეთასთან.  გზის სიგრძე  41. 665 კმ –ია, სამშენებლო პერიოდის ხანგრძლივობა კი 3 წელი. პროექტის საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

 

7-06-2017, 16:31  - ტატო ბარათაშვილის კვირეული მუზეუმში


მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ტატო ბარათაშვილის საიუბილეო დღეებს მასპინძლობს.   კვირეულის  მეორე დღე კლდეეთის საჯარო სკოლას დაეთმო. მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოსწავლეებმა ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.  საიუბილეო დღეები მუზეუმების გაერთიანებისა და საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის ორგანიზებით იმართება. საგანმანათლებლო კვირეულში მონაწილეობის მიღების სურვილი მეორე, მეშვიდე და კლდეეთის საჯარო სკოლებმა გამოთქვეს. 

 

6-06-2017, 18:10  - სოფელ ალავერდში გზის კეთილმოწყობა დაიწყო


სოფელ ალავერდში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობას გზის 700 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება და მისი ღირებულება 60 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.   პროექტის ნიხედვით, მზა სასაქონლო ბეტონი  სოფლის გზების მოსაწყობად ნაწილდება და ადგილობრივები მის დაგებას საკუთარი ძალებით ახდენენ. მიმდინარე წელს სასაქონლო ბეტონის შეტანა  8 სოფელშია დაგეგმილი.  ბეტონის შეტანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „ალპედე“ ახდენს. მიმნდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილენ ნიკოლოზ კრავეიშვილმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 

 
უკან შემდეგი
>