ჩვენი სერვისი: RSS არხი

*** მოგესალმებათ ვებ გვერდი www.zestaphoni.com .სასურველია საიტი ნახოთ გოოგლეს ბრაუზერით ან მოზილათი.თქვენი რჩევები და შენიშვნები გთხოვთ მოგვწეროთ მაილზე shota@peradze.net თქვენს რჩევებს და სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებთ.სიახლეა რომ გაიხსნა ახალი საიტი სადაც უპრობლემოდ შეძლებთ ფეხბურთების და ასევე ყველა სპორტული გადაცემების პირდაპირ ეთერში ყურებას.თქვენთვის საიტზე დაემატა ნტვ+ ის არხები და ინსტრუქციაც იქვეა მითითებული როგორ ნახოთ.ახალი საიტი კი ისევ ძველ რეჟიმში იმუშავებს ახალ ახალი ყოველდღიური საინტერესო სიახლეებით.საიტი დამზადდა www.zestaphoni.com ისა და www.joi.ge ის მხარდაჭერით და ძალისხმევით.გისურვებთ სასიამოვნო წუთები გაგეტარებინოთ ჩვენი საიტის სტუმრობისას.***

ნათლისღება

    ნათლისღება



    ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

    კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.



    ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.



    ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

    მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

    ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

    ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

დაწვრილებით » | დრო: 19-01-2012, 09:33 | ავტორი: shota | ნანახია: 24 | კომენტარები: 0

ბნელ ძალთა კრება


დაწვრილებით » | დრო: 8-11-2011, 22:54 | ავტორი: shota | ნანახია: 76 | კომენტარები: 0

ბიბლია


დაწვრილებით » | დრო: 23-10-2011, 12:52 | ავტორი: shota | ნანახია: 44 | კომენტარები: 0

მარიამობა - 2011


დაწვრილებით » | დრო: 2-10-2011, 14:47 | ავტორი: shota | ნანახია: 71 | კომენტარები: 0

კვირიაკე 18.09.2011


დაწვრილებით » | დრო: 2-10-2011, 14:42 | ავტორი: shota | ნანახია: 69 | კომენტარები: 0

წმინდა გიორგი


დაწვრილებით » | დრო: 2-10-2011, 09:19 | ავტორი: shota | ნანახია: 39 | კომენტარები: 0