By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

24-03-2013, 13:53  - კვალითის ადმინისტრაციული ერთეული


ჯონდო ბერეკაშვილი

გამგებლის წარმომადგენელი

(სოფლები : ქვედა კვალითი, შუა კვალითი)

591 27 27 32

 

27-06-2014, 10:14  - თალიკო ბირბიჩაძეს საცხოვრებელი ვაგონი გადაეცა.


კვალითის თემში ბირბიჩაძეების უბანში 2013 წლის დეკემბრის თვეში თალიკო ბირბიჩაძეს სახლი დაენგრა.მიმდინარე წელს გამგებლის მოადგილე კვალითის თემში შეხვედრისას დაპირდა ქალბატონ თალიკოს რომ მას აუცილებლად უზრუნველყოფდენ საცხოვრებელი ოთახით.გამგებლის მოადგილის ხვიჩა გუმბერიძის და სოციალური სამსახურის ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთჯერადი დახმარების სახით გამოიყო 1900 ლარი და ქალბატონ თალიკო ბირბიჩაძისათვის შეძენილ იქნა ვაგონი.

 

16-05-2014, 15:34  - ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო.


სოფელ კვალითში მდინარე ჯობოურაზე მდებარე ძველი, დაზიანებული ხიდის დემონტაჟის შემდეგ ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ, გამგებლის მოადგილემ ხვიჩა გუმბერიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ხიდის მშენებლობისათვის 37 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

8-04-2014, 18:02  - გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე კვალითის თემში


გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე კვალითის თემის დეპუტატ იზა ოდიკაძესთან, თემის რწმუნებულთან და ,,სოკარ–ჯორჯია გაზის" წარმომადგენელთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა გზისა და გაზის პრობლემის გადაჭრა გახლდათ. გამგებლის მოადგილის თქმით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში" უახლოეს მომავალში დაიწყება. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ,,სოკარ–ჯორჯია გაზის" წარმომადგენელის თქმით, პროექტი უკვე შემდგარია და სამუშაოები დაფინანსების შემდეგ დაიწყება

 

24-03-2014, 15:46  - კვალითის მოსახლეობა ხიდის აღდგენას ითხოვს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის მოსახლეობას ქალაქთან დაკავშირება უჭირს, მათი თქმით, ბავშვები სკოლისა და საბავშვო ბაღის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ხიდზე გადასვლა სახიფათოა. სოფელ კვალითის  დამაკავშირებელი გზა ქალაქთან მდინარე ჯობოურაზე გადის. უხვი ნალექის დროს მდინარე ისე იმატებს, რომ ხიდზე გადასვლა შეუძლებელი ხდება.დღეს პრობლემის შესასწავლად ადგილზე გავიდა ჯგუფი გამგებლის მოადგილის ხვიჩა გუმბერიძის ხელმძღვანელობით.ხელისუფლება მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.