By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

დღეს, 12:42  - კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის პროექტის პრეზენტაცია ზესტაფონში


კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციასა და რე – სოციალიზაციის პროექტის ფარგლებში „ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ პროექტის პრეზენტაცია შედგა. პროექტი სამ წლიანია და 2020 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის მანძილზე გათვალისწინებულია იმერეთის რეგიონში დაახლოებით 130 ბენეფიციარის პროფესიული გადამზადება მოკლევადიან სასწავლო პროგრამებზე საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიას“ ბაზაზე. დაახლოებით 30 ბენეფიციარი მონაწილეობას მიიღებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში, კონკურსის საფუძველზე გაიცემა მცირე გრანტები, ინდივიდუალური და ჯგუფური. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რე – სოციალიზაციის პროცესს საქართველოში, რათა მათ შეძლონ “ნაბიჯ – ნაბიჯ“ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის.

 

გუშინ, 18:19  - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები


25 მაისს კულტურისა და შემოქმედების ცენტრში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ზესტაფონი“ მიიღებს. დასაწყისი 15 : 00 სთ

 14 : 00 სთ  კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ფოიეში  საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ორგანიზებით მოეწყობა გამოფენა თემაზე „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები“

26 მაისი

12 : 00 სთ  კულტურისა და დასვენების პარკში ფალავნობა მოეწყობა ქართულ ჭიდაობაში. ღონისძიება ტრადიციულია. ( ცუდი ამინდის შემთხვევაში, ღონისძიება სომონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში მოეწყობა)

 

 

 12 : 30  კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ზესტაფონის ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის მონაწილეობით. 

 

გუშინ, 17:49  - კლასიკური საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს გამგებლის მოადგილე შეხვდა


კლასიკური მუსიკის მე – 6 საერთაშორისო კონკურსზე  Future Stars 2017 –ის მონაწილეებს გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. კლასიკური მუსიკის კონკურსი  იტალიის ქალაქ პეზოში გაიმართა. მუსიკალურ კონკურსში  მონაწილეობას რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მარიამ ჩახვაძე და ვერიკო ქაშიბაძე იღებდა. მარიამ ჩახვაძემ კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ფულადი ჯილდოც მიიღო.  კონკურსზე საუკეთესო შედეგი აჩვენა ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლემ პაატა ჯოხაძემ. ის ჟიურის სიმპათია  და ხელოვანთა კავშირის ერთწლიანი სტიპენდიის მფლობელი გახდა.

 

 

 

 

22-05-2017, 12:37  - მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა


მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის, მომსახურების ტარიფებსა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემის შემუშავების ზოგად მეთოდოლოგიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისთვის  ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გერმანიის განვითარების  ( KFW) პროექტის კონსულტატი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი ესწრებოდა. პროექტის ფარგლებში,  მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების კოდექსით დადგენილ ვადაში ( 2017 წლის 31 დეკემბრამდე) შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტებში შექმნილია სამუშაო  ჯგუფები. პროექტის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შესაძლებლობა აქვს, დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის საკითხებზე. 

 

19-05-2017, 18:13  - ჯანდაცვის ცენტრში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა ჩატარდა


„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალურ ცენტრში“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დაავადებატა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ერივნული ცენტრის ორგანიზებით Cჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა ჩატარდა. მოქალაქეებს დილის 11 : 00 საათიდან სესაძლებლობა ჰქონდათ Cჰეპატიტის უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაეტარებინათ. Cჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა მუნიციპალიტეტში პერიოდულად ეწყობა.

 

19-05-2017, 17:46  - მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა


მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის,  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი მხატვრული კითხვის კონკურსი  ,,ჩვენ ვსწავლობთ ილიას,, გაიმართა. ღონისძიებაში  მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების IX-X-XI  კლასისოცდაორმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ჟიურის შეფასებით გამოვლიდა ათი საუკეთესო მონაწილე. გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემდა საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გალაქტიონ ვარდოსანიძემ,კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს,მუნიციპალიტეტის სახელით  სიგელები და  ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

 

 

 

17-05-2017, 12:34  - ზესტაფონში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება


 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2017 წელს  7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სკვერებისა და ღამის განათებების  მოწესრიგება.   საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება  მუნიციპალიტეტში 15მისამართზე იგეგმება.

 

გარდა აღნიშნულისა მუნიციპალიტეტში 3 მასშტაბური  საგზაო პროექტი ხორციელდება. სოფელ როდინაულის, მეორე სვირისა და სადგურ სვირის ( უკვე დასრულებულია)  და სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები.  აღნიშნულ დასახლებებში მრავალი წელია საავტომობილო გზების რეაბილიტაცია არ განცორციელებულა. სოფელ ტაბაკინში კი მონასტრამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა პირველად ხორციელდება. 

 

16-05-2017, 16:56  - „ცოცხალი წიგნები“ ზესტაფონში


 თანამედროვე ქართველი მწერლები ლიტერატურულ – საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნები“ – ის ფარგლებში ზესტაფონს სტუმრობდნენ. მწერლებისა და მკითხველი აუდიტორიის  შეხვედრა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა. მწერალთა მობილური ჯგუფი  საკუთარი შემოქმედების  გასაცნობად მკითხველთან   ასეთი შემადგენლობით წარსდგა: ეკა ქევანიშვილი – პოეტი; ეკა კვიციანი – პოეტი; ნიკა ჯორჯანელი – პოეტი; შოთა იათაშვილი – პოეტი; ალეკო შუღლაძე – მწერალი; პროექტის ხელმძღვანელი ქეთი დუმბაძე. პროექტი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ მკითხველთან შეხვედრა, პოეზიის საღამოების გამართვა, დისკუსიები მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტის ფარგლებში მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით მონო – სპექტაკლის  სახით  ეცნობა.

 

 

 

 

15-05-2017, 19:22  - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა


„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონში ბიზნესის წამოწყების და  შესაბამისი სეგმენტის გააქტიურების მიზნით მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის  შეხვედრა გაიმართა.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ პროექტი, შესაძლებლობას აძლევს ყველა იმ კატეგორიას, რომელთაც სურთ რეგიონში ბიზნესის წამოწყება და აქვთ მისი განვითარების იდეა, ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში. მსურველთა რეგისტრაცია 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნესიდეის განაცხადი მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგ ვებ გვერდძე www. qartuli.ge

 

კონკურსში გამარჯვების შემდეგ შესაბამისი პროექტი 5 000 – დან 15 000 ლარამდე დაფინანსდება. 

 

15-05-2017, 11:19  - ინფრასტრუქტურის მინისტრმა სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა


 სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დათვალიერა. წმინდა გიორგის მონასტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა აღნიშნულ დასახლებაში პირველად ხორციელდება. კეთილმოწყობას 2690 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტაბაკინი ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდეს, რადგან სოფელში მოქმედი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მე – 7 მე – 8 საუკუნით თარიღდება. სამუშაოები მგფ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 921 173 ლარია. პროექტის დასრულება 2017 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.

 
უკან შემდეგი
>