პირველმოწამე,ძლევამოსილი ქრისტიანი წმინდანი კაბადოკიიდან .მასზე თქმულებები უკვე 7 საუკუნის ბოლოს შეიქმნა და შემორჩენილია “ვენის პალიმფესტში”(5ს) წმინდა გიორგის ცხოვრების უ\ძველესი ვარიანტები მოგვითხრობენ როგორ აწამა მითიურმა მეფემ დადიანემ ქრისტესთვის თავდადებული ჭაბუკი მხედარი ,მაგრამ ეს ვარიანტები მეტისმეტად ფანტასტიკური და დამაჯერებლობას მოკლებულია ამის გამო მოგვიანებით გაჩნდა მისი ცხოვრების ახალი ვერსიები სადაც წამება დაუკავშირდა რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს .მისი მმართველობა ქრისტიანული მოძღვრების და მისი კულტის აღმავლობის ხანას ემთხვეოდა მაგარამ იმპერატორმა ალღო ვერ აუღო ახალ უფრო პროგრესული იმპერიის მთლიანობისათვის მოხერხებუ;ლი რელიგიის პერსპექტიულ სიმძლავრეს .იგი “შურს იძიებდა” ყველა იმ მარცხისთვის რაც მან ქრისტიანობის მიზეზიტ განიცადა თავის რეპორმატულ მორვაწეობაში .დაიწყო 303 წლის 23 თებერვალს საზღვრის ღმერთს ტერმინუსის სადიდებელი დრესასწაულის _ტერმინალის დღეს .სწორედ ამ დღეს “საზღვარი უნდა დასდებოდა “ქრისტიან
ობის გავრცელებას .ამას მოყვა გამოქვეყნება იმპერატორის ედიქტისა ,რომელიც კრძალავდა ქრისტიქნტა შეკრებას და მოითხოვდა ქრისტიანულ წიგნთა დაწვას და ეკლესიათა დანგრევას .ქრისტიანთა გასამართლების დროს დაშვებული იყო სასტიკი წამება განურჩევლად სოციალური წარმოშობისა .სწორედ ამ პერიოდში აწამეს წმინდა გიორგი მისი ხსენების თარიღად დაწესებულია თავის კვეთის დღე 23 აპრილი და წმინდანის სამშობლოში დიოსპოლში აგებული ეკლესიის კურთხევის დღე 3 ნოემბერი . მის სახელზე არსებობს სხვა დღესასწაულებიც რომლებსაც სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა დროს დგესასწაულობს .საქართველოში თავის კვეთის დღესთან ერთად აღინიშნება ბორბალზე დაკვრის თარიღი -10 ნოემბერი .