ჩვენი სერვისი: RSS არხი

*ჩაირთო მე 9 არხი თანამგზავრზე მისი პარამეტრებია Turksat 3A 42°E 12639 V 4074



კახა კალაძე დღეს საქართველოში დაბრუნდა.

    კახა კალაძე დღეს საქართველოში დაბრუნდა.


    ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, „ქართული ოცნების" წევრი კახა კალაძე დღეს საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას „ქართული ოცნების" ახალგაზრდები, მასმედიის წარმომადგენლები და მისივე გულშემატკივრები დახვდნენ.

    "ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და, რაც მთავარია, სამართლიან საქართველოში", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, ის კვლავაც გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აქამდე სპორტისა და ქვეყნისთვის აკეთებდა, თუმცა უკვე, როგორც არასპორტსმენი.

    რაც შეეხება გამოსამშვიდობებელ მატჩს, რომელსაც კალაძის გულშემატკივრები ითხოვენ, ამ ეტაპზე ყოფილ კაპიტანს ეს შეუძლებლად ეჩვენება. "მესმის, რომ სურვილი დიდია, რომ ყველას უნდა იხილოს მსოფლიოს ვარსკვლავები, მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ეს ცოტა გართულდება. ვნახოთ, მომავალში რისი შესაძლებლობა მოგვეცემა,"- განაცხადა კალაძემ.
    ცნობილი ფეხბურთელი „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აეროპორტიდან საპატიო ესკორტის თანხლებით გააცილეს.

დაწვრილებით » | დრო: გუშინ, 19:25 | ავტორი: shota | ნანახია: 6


კონტროლის პალატის ქმედება სიკეთის დაყადაღებაა

    კონტროლის პალატის ქმედება სიკეთის დაყადაღებაა


    პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი, იურისტი, ზაქარია ქუცნაშვილი კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, ფონდი „ქომაგის“ ანგარიშების დაყადაღებას და ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება სიკეთის დაყადაღებად აფასებს.

დაწვრილებით » | დრო: გუშინ, 19:18 | ავტორი: shota | ნანახია: 4


მამა კირიონი: "გარეჯს გვართმევენ"

    მამა კირიონი: "გარეჯს გვართმევენ"



    გარეჯელი ბერები შველას ითხოვენ. მათი განცხადებით, დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თვითნებურად იკავებენ, ტურისტებს კი გადაადგილებას უკრძალავენ.

    ლავრის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ილარიონის (ჭიღლაძე) განცხადებით, აზერბაიჯანელებმა მიმდინარე წლის 6 მაისს, დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე დაიკავეს უდაბნოს მონასტრის ორივე ჩასასვლელი აღდგომისა და სამარტვილე ტაძრებთან.

დაწვრილებით » | დრო: გუშინ, 18:56 | ავტორი: shota | ნანახია: 6


გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია...

    გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია...

დაწვრილებით » | დრო: გუშინ, 16:17 | ავტორი: shota | ნანახია: 26


"რეზიუმე" - სტუმრები ნინო კალანდაძე, ეკა ბესელია



    ვის ეკუთვნის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილი და რას გულისხმობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თავის განცხადებაში - ამ თემაზე "რეზიუმეს" ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე საუბრობს.
    რატომ დააჯარიმა კონტროლის პალატამ ფირმა, რომელმაც "ქართული ოცნების" ოფისები გაარემონტა - მერაბ მეტრეველის სტუმარია ეკა ბესელია.

    თემები: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი, კონტროლის პალატის მიერ ერთ-ერთი ფირმის დაჯარიმება.

დაწვრილებით » | დრო: 17-05-2012, 21:27 | ავტორი: shota | ნანახია: 9


ჩვენი დროის ,,ყვარყვარე,,

    ჩვენი დროის ,,ყვარყვარე,,


დაწვრილებით » | დრო: 17-05-2012, 17:55 | ავტორი: shota | ნანახია: 57


როდის წერდა სადისტურ ლექსებს რუსკა მაყაშვილი

    როდის წერდა სადისტურ ლექსებს რუსკა მაყაშვილი


    რუსკას ვუყურებ და მომწონს... მინდება გავიგო, "ბავშვებისა და თინეიჯერების თანამედროვე კერპი" რას აკეთებდა ბავშვობაში და როგორი იყო.

    ცელქი და ალქაჯი ყოფილა... ბიჭებთან თამაშობდა და სულ ამოსვრილი დადიოდა. საოცრებებს სჩადიოდა და კოშმარულ ამბებს იგონებდა, თითქოს ეს ამბები მას გადახდენოდა. სადისტურ ლექსებსა და ზღაპრებს წერდა და თმაგადაპარსული დადიოდა.

დაწვრილებით » | დრო: 17-05-2012, 10:41 | ავტორი: shota | ნანახია: 12


რა ხდება ილემში? ანონსი


დაწვრილებით » | დრო: 16-05-2012, 11:00 | ავტორი: shota | ნანახია: 39


კონტროლის პალატის 5 მილიონიანი ჯარიმა ”მენეჯმენტ სერვისს”

    კონტროლის პალატის 5 მილიონიანი ჯარიმა ”მენეჯმენტ სერვისს”

    საქართველოს კონტროლის პალატა კომპანია ”მენეჯმენტ სერვისს” პოლიტიკური პარტიებისათვის უკანონო შემოწირულებების განხორციელებაში ადანაშაულებს და მას 5 მილიონ ლარამდე ჯარიმის გადახდას აკისრებს. კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი კონტროლის პალატის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბიზნესში უხეში ჩარევაა. ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლების შეფასებით, კონტროლის პალატის დადგენილება ოპოზიციური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობაა. თავად კონტროლის პალატა კი ამ დრომდე შპს ”მენეჯმენტ სერვისის” 5 მილიონიანი ჯარიმის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს.

დაწვრილებით » | დრო: 16-05-2012, 09:46 | ავტორი: shota | ნანახია: 14


სააკაშვილი მილანში "შოპინგობდა"

    სააკაშვილი მილანში "შოპინგობდა"

    ეს სკანდალური ფოტოები "ალიას" ორშაბათს, საღამოს, ექსკლუზიურად მიაწოდეს. დიახ, ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ორშაბათს, ორთაჭალაში 5 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ, მილანის ცენტრში, მონტე ნაპოლიზე "შოპინგობს". როგორც "ალიას" ექსკლუზიურად აცნობეს, მილანში სააკაშვილი სლოვენიიდან ჩაფრინდა. მოგეხსენებათ, ის სლოვენიაში კვირას საქართველოს 17- წლამდე ნაკრების საფეხბურთო მატჩს დაესწრო. როგორც ჩანს, მომხდარი სტიქიური უბედურებით, 5 ადამიანის დაღუპვითა და შემდეგ საფეხბურთო მატჩის წაგებით "მიღებული დეპრესიის" გაქარწყლება საქართველოს პრეზიდენტმა მილანში სტუმრობითა და "შოპინგით" გადაწყვიტა.

დაწვრილებით » | დრო: 16-05-2012, 09:16 | ავტორი: shota | ნანახია: 24