ჩვენი საიტი თვლის რომ გაჩვენოთ კალენდარი რომელიც უეფამ გამოაქვეყნა.ასევე აქვე გვინდა დავდოთ ფეისბუქის აქტიური მომხმარებლის კომენტარი ამ საკითხზე.
კომენტარს შეულამაზებელი ვერსიით გთავაზობთ:
ზესტა პირველია!?
უეფა მოქმედებს სრული შესაბამისობით იმ დოკუმენტებთან რასაც ქართული ფედერაცია აწვდის. იქ ისეთი ქლიავები როდი ზიან როგორც აქ დომენტი და მისნაირებია, ამიტომაც ზესტა დასვეს პირველზე ასევე დინამო მეოთხეზე, დილა მის ქვემოთ და ასე შემდეგ. დებულებაში ჩანაწერი მაშინ შეგნებულად გაკეთდა რომ გუნდებისათვის მთელი ჩემპიონატიდან რაღაც მოტივირება დაეტოვებინათ და მოგებათა საერთო რაოდენობაც მთელი ჩემპიონატიდან აეღოთ. მაგრამ ეს ჩანაწერი მიივიწყეს ახლა ფაქტის წინაშე დადგნენ მიხვდნენ შეცდომას მაგრამ ამ ქვეყანაში ჯერ ვინმეს თავისი შეცდომა უღიარებია კანონებიც ხომ ისე იკერება როგორც აწყობთ. ამიტომაც გააქრეს დებულება საიტიდან ამაზე მეტი უსუსურობა გინახავთ, დოკუმენტი რომელიც ყველა მიმართულებითაა გადაგზავნილი გადამალო. ღმერთმა ნუ ქნას ჩემპიონატი მართლაც თანაბარი ქულებით დამთავრდეს თორემ მერე ნახეთ რაც დატრიალდება და როგორი პოლიტიკური ამყრალება მოჰყვება მაგ საქმეს.